საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის დეკემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებათა იმპლემენტაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მორიგი კონფერენცია გაიმართა თემაზე „სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების შეფასების კრიტერიუმები“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების აკადემიური, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებმა.
კონფერენციაზე განიხილეს უნივერსიტეტებში სხვადასხვა სტატუსით არსებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების შეფასების კრიტერიუმები. კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს და შეიმუშავეს შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც უახლოეს მომავალში წარედგინება საქართველოს მთავრობას.