საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გასული სასწავლო წლის შედეგები ქობულეთის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგიურ საზოგადოებასთან და სკოლების ადმინისტრაციასთან ერთად შეაჯამა. სამუშაო შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს და ის პრიორიტეტები განსაზღვრეს, რაც მომავალში მეტ წარმატებას და უკეთეს შედეგებს უზრუნველყოფს. ლია გიგაურმა ასევე უპასუხა მის მიმართ დასმულ ყველა შეკითხვას.