საქართველოს მთავრობის ინიციატივით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 1 ივლისს 13:00 საათზე შედგება საორგანიზაციო შეხვედრა სამომავლოდ პლატფორმის შექმნის მიზნით, რომელიც იმუშავებს უმაღლესი განათლების და მეცნიერების საკითხებზე.
შეხვედრაზე დასასწრებად სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე 30 ივნისის 18:00 საათამდე.