საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულმა ცენტრმა მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს უმასპინძლა.
განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრი პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მოდულური პროგრამების დანერგვის პროცესის მონიტორინგს ახორციელებს. პროგრამის სტუდენტების, როგორც მნიშვნელოვანი მხარის აზრი მოდულური პროგრამების და მათი განხორციელების პროცესის შესახებ მნიშვნელოვანია დანერგვის პროცესის შეფასებისათვის.
შეხვედრაში თბილისში არსებული საჯარო და კერძო კოლეჯების ორმოცამდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. მათგან რამდენიმემ გამოთქვა სურვილი საკუთარი მოსაზრება მოკლე პრეზენტაციის სახით წარმოედგინა. შეხვედრის პარალელურად, სტუდენტებმა მოდულური პროგრამების ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს და საკუთარი უნარების დემონსტრირება მოახდინეს.