სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ზრდასრულთა განათლების თემაზე კონფერენცია გაიმართა, რომლის მთავარი კონცეფცია იყო „სწავლება მთელი სიცოცხლის მანძილზე“.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და ზრდასრული ადამიანების სხვადასხვა პროფესიებში გადამზადებასა და მათი დასაქმების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.