20.03.2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამუშაო ვიზიტით
კანადაში გაემგზავრა. 22-23 მარტს მინისტრი შეხვედრებს გამართავს
კანადის სახელმწიფო მინისტრთან, კანადის პროვინციების განათლების
სამინისტროებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებთან.
შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის
საკითხებზე ისაუბრებენ, განიხილავენ ახალ საგანმანათლებლო პროგრამას -
”ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად”, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 1000
ინგლისურენოვანი მოხალისის ჩამოყვანას ითვალისწინებს და ”დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის” მიმდინარეობას შეაფასებენ.