08.07.2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გასული სასწავლო წლის შედეგები ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგიურ საზოგადოებასთან და სკოლების ადმინისტრაციასთან ერთად შეაჯამა. სამუშაო შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს და ის პრიორიტეტები განსაზღვრეს, რაც მომავალში მეტ წარმატებას და უკეთეს შედეგებს უზრუნველყოფს. ლია გიგაურმა პედაგოგების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა.