13.07.2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავასა და ამერიკის შეერთებულ შტატების ელჩს საქართველოში იან კელს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა აშშ-საქართველოს შორის არსებული საგანმანათლებლო პროგრამები განიხილეს და განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნეს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ასევე მნიშვნელოვანი უწოდეს სან დიეგოს უნივერსიტეტისთვის რეგიონალური პროფილის მინიჭების საკითხს და გამოთქვეს მზაობა შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.