საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აჭარის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ხელვაჩაურის, ქედას, შუახევისა და ხულოს საჯარო სკოლების პედაგოგებს, დირექტორებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა.
ალქსანდრე ჯეჯელავამ რამდენიმე კვირის წინ, მინისტრის რანგში, პირველი სამუშაო შეხვედრა ბათუმის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან უკვე გამართა. ამჯერად, მაღალმთიანი აჭარის პედაგოგებს მიეცათ შესაძლებლობა მინისტრთან პირდაპირი კომუნიკაციის.
ალექსანდრე ჯეჯელავამ შეხვედრის მონაწილეებს სამომავლო გეგმები გააცნო და ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებზე პედაგოგთა მოსაზრებები მოისმინა. მინისტრმა სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მის მიმართ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა.