16.07.2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დასავლეთ საქართველოში ვიზიტს და პედაგოგებთან შეხვედრებს განაგრძობს. მინისტრი ამჯერად ლანჩხუთის მინიციპალიტეტის განათლების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სახელით პედაგოგებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის და აღნიშნა რომ, მასწავლებლის საქმიანობა და როლი უმნიშვნელოვანესია ახალი თაობის აღზრდასა და ზოგადად ქვეყნის განვითარების საქმეში. განათლების მინისტრთან შეხვედრას 200-მდე პედაგოგი ესწრებოდა.