დასავლეთ საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 400-ზე მეტ ქუთაისელ პედაგოგს შეხვდა.
„მადლობა იმისთვის, რომ მიუხედავად ყველაფრისა განათლების სისტემა შეინარჩუნეთ და ღირსეული თაობები აღზარდეთ”, - ალექსანდრე ჯეჯელავამ ამ სიტყვებით მიმართა აუდიტორიას და ვრცლად ისაუბრა ზოგადი განათლების განვითარების მისეულ ხედვაზე და სამომავლო გეგმებზე.