19.07.2016
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, უკვე მეხუთედ ატარებს ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლას „ქართული ხელნაწერი“, რომელიც განკუთვნილია ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობით დაინტერესებული უცხოელი და ქართველი მკვლევრებისთვის. სკოლის მონაწილეთა შორის წელს არიან ოქსფორდის, სორბონის, ლეიდენის და ევროპის სხვა წამყვანი უნივერსიტეტების მაგისტრანტები, დოქტორანტები და ახალგაზრდა დოქტორები. სკოლაში მონაწილე ქართველი აპლიკანტები წარმოადგენენ საქართველოს 5 რეგიონულ უნივერსიტეტს. საზაფხულო სკოლის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე დაესწრო.