21.07.2016
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა USAID მისიის ხელმძღვანელს დაგლას ბოლს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
სამუშაო შეხვედრას სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ჯანდაცვისა და
სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი თამარ სირბილაძე, რეგიონული
საკონტრაქტო ოფისის ხელძღვანელი მაიკლ როსმანი და USAID წარმომადგენელი მედეა კაკაჩია ესწრებოდნენ.