ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ადამიანური რესურსების მართვისა და განათლების კომიტეტის წევრებსა და საქართველოში მოქმედი კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებათა წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე იმსჯელეს იმასთან დაკავშირებით თუ, როგორ მოხდეს ჩვენს ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების ჩამოსვლის სტიმულირება, რა პრობლემები აწუხებთ კერძო უნივერსიტეტებს და როგორ შეიძლება ამ პრობლემების აღმოფხვრა.