ტექნოპარკში გრძელდება ინკუბაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ინკუბატორის გუნდებმა ე.წ ფიჩინგი გამართეს და საკუთარ ბიზნეს იდეები საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს წარუდგინეს. ბიზნეს ინკუბატორის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციური და ტექნოლოგიებზე დაყრდნობილი ბიზნეს იდეის მქონე გუნდებს, რათა მოხდეს მათი სტაბილურად განვითარებად კომპანიად ჩამოყალიბება. ამისათვის ტექნოპარკი მათ მომსახურების სრულ ციკლს სთავაზობს.