საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავასა და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს, ტომას პერნიკს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ჩეხეთისა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში არსებული საგანმანათლებლო საქმიანობა, მიმდინარე სასწავლო გრანტები და ქართველი სტუდენტების სწავლის შესაძლებლობები ჩეხეთის რესპუბლიკაში.