საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრამდე მინისტრმა საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორიები დაათვალიერა, რომელიც ინსტიტუტის მეცნიერთა მიერ საერთაშორისო კონკურსებში მოპოვებული გრანტების ფარგლებში მოეწყო და აღიჭურვა.
ალექსანდრე ჯეჯელავამ ვრცელი პრეზენტაციაც მოისმინა სამეცნიერო დაწესებულების საქმიანობის, რეგიონული თუ საერთაშორისო კავშირების, მიღწეული წარმატებებისა და სხვადასხვა მიმართულებით არსებული პრობლემების თაობაზე. შეხვედრის ბოლოს მინისტრმა ინსტიტუტის ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა ღვაწლისთვის და დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვა.