საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საფრანგეთის ელჩს საქართველოში პასკალ მენიესს და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორს ჟან-ივ ლავუარს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ერთობლივი ურთიერთთანამშრომლობის პროგრამები, როგორც ზოგადი და უმაღლესი განათლების, ასევე მეცნიერების მიმართულებით. შეხვედრაზევე გამოითქვა თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი და დაისახა სამომავლო პერსპექტივები.