სამეგრელოს რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ორი დღის განმავლობაში, ხუთ ქალაქში რამდენიმე საათიანი შეხვედრა გამართა და ჯამში 1200–ზე მეტ პედაგოგს შეხვდა. 30 ივლისს შეხვედრა გაიმართა ფოთის, სენაკის, ხობის, აბაშისა და მარტვილის პედაგოგებთან.
შეხვედრებზე მინისტრმა ამჯერადაც ვრცლად ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და იმ საიხლეებზე, რის დანერგვასაც მასწავლებლებთან ერთად და მათი დახმარებით აპირებს ზოგადი განათლების სფეროში. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მისი მიზანია საქართველოს სკოლები გახდეს საინტერესო და მიმზიდველი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, რაშიც მინისტრს საყოველთაო მხარდაჭერის იმედი აქვს.