საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა იორდანიის აშემიტური სამეფოს ვიცეპრემიერსა და განათლების მინისტრს მუჰამად სნეიბათს და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა წარმოადგინეს საქართველოსა და იორდანიის განათლების სისტემაში არსებული ვითარება, მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები. მიმოიხილეს განათლების თითოეულ საფეხურზე სისტემის განვითარების ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკის გაცნობას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.
იორდანიის ვიცე-პრემიერის შეფასებით, საქართველო, რეგიონში, განათლების სისტემის რეფორმების კუთხით ლიდერია და იორდანიის სურვილია, გაიზიაროს გამოცდილება, რათა თავადაც გახდეს რეგიონული ლიდერი. შესაბამისად, შეხვედრაზევე დაიგეგმა საქართველოსა და იორდანიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებას. შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა ტექნოპარკი და პარკის ტერიტორიაზე არსებულ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები FabLab დაათვალიერეს,