საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე დიასპორული სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა თავად სტუდენტების ინიციატივით გაიმართა, განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეების გაცნობის მიზნით. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვა, რაზეც მინისტრის მოაგილისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
დიასპორული სტაჟირების პროგრამას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახორციელებს და მისი მიზანია საზღვარგარეთ მოსწავლე სტუდენტებისთვის საქართველოში ერთთვიანი სტაჟირების გავლა. პროგრამაში მონაწილე ქართველი სტუდენტები პრაქტიკას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში და კერძო კომპანიებში გადიან, ეცნობიან საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების საქმიანობის სპეციფიკას, მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს და პრობლემათა გადაჭრის გზებს.