ორგანიზაცია „მოქალაქის“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ახალგაზრდა ლიდერთა საზაფხულო სკოლის ტრენინგები გაიმართა, სადაც 25 წარმატებულ ახალგაზრდას ახალი ინიციატივების დაგეგმვისა და განხორციელების მეთოდები საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გააცნეს.
ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო და მონაწილეებს საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარებაზე, პერსპექტივებსა და ამ მიმართულებით მსოფლიო ტენდეციებზე ესაუბრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე. განათლების ხარისხსა და მისი განვითარების ახალ ხედვებზე ისაუბრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ.