საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ბ-ნ ალექსანდრე ჯეჯელავასა და საქართველოში მოლდოვას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ბაქოში) გეორგე ლეუკას შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და მოლდოვას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებულ და მომავალ თანამშრომლობაზე. ხაზი გაუსვეს უნივერსიტეტებს შორის გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობას და გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას.
მხარეებმა გამოთქვეს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის სურვილი.