ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანულ-ქართული სამეცნიერო ხიდის ფარგლებში თანამედროვე ექსპერიმენტული ფიზიკის სმარტ-ლაბი (SMART|Lab) გაიხსნება.
SMART|Lab-ი დაეხმარება ქართველ სტუდენტებს ჩაერთონ იმ საერთაშორისო მნიშვნელობის კვლევებში, რომლებიც იულიხის კვლევით ცენტრში მიმდინარეობს. ასეთი ტიპის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, მდიდარი პრაქტიკული გამოცდილებისა და მეორეს მხრივ, ღრმა თეორიული ცოდნის ურთიერთგაზიარებას. სმარტ-ლაბი, რომელიც ამ ეტაპზე აღჭურვის პროცესშია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ დაათვალიერა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.