საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა მუდმივმოქმედი საბჭო ამოქმედდება. დღეს, დირექტორთა საბჭოს წევრების არჩევასთან, საქმიანობის ფორმატთან და შინაარსთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, დირექტორთა სამუშაო ჯგუფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს დირექტორთა სათათბიროს წევრთა არჩევის პროცედურები, იმსჯელეს როგორი შეიძლება იყოს წარმომადგენლობა სკოლებიდან, დაზუსტდა კვოტები, განისაზღვრა ინტერესთა ჯგუფები, მომავალი შეხვედრის განრიგი და საქმიანობის სავარაუდო სფეროები.