საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ლევონ მკრტჩიანის ხელმძღვანელობით. სომხეთის დელეგაციასთან ოფიციალური შეხვედრა გამართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და მინისტრის მოადგილეებმა.
შეხვედრაზე განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები და პროექტები განიხილეს, იმსჯელეს განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის თაობაზე, გაცვლითი პროგრამების საკითხებზე, ასევე, სამომავლო გეგმებსა და ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე.