საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივით, კერძო კოლეჯების ხელმძღვანელებსა და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრაზე კერძო კოლეჯების წინაშე მდგომი გამოწვევები და ასოციაციის საქმიანობა განიხილეს, ასევე იმსჯელეს პროფესიული განათლების განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე.