გორის რაიონის სოფლების რამდენიმე დიდკონტიგენტიან საჯარო სკოლაში მანდატურები პირველად შევიდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, მანდატურის სამსახურის უფროსმა ვახტანგ მეიფარიანმა, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა მანდატურები პირადად წარუდგინეს სოფელ კარალეთის N1 საჯარო სკოლას. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ს ამერიკის სკოლის ოფიცერთა ეროვნული ასოციაცია ნასროს (NASRO) აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს მორის კენედი და ამერიკელი ინსტრუქტორები. შერჩეული კანდიდატები ადგილობრივი კადრებიდან შეირჩნენ და მათ მომზადების სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა და ფსიქოლოგიური მომზადების კურსი გაიარეს.
დღეისათვის საქართველოს მასშტაბით, 1275-ზე მეტი მანდატური 444 საჯარო და 4 კერძო სკოლაში, 3 პროფესიულ სასწავლებელსა და 1 უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, ისინი ასევე ხელს უწყობენ სკოლებში ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნას.