დღეს, PMC კვლევითი ცენტრმა საქართველოში საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის პერსპექტივების შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია და საჯარო განხილვა მოაწყო.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, სხვა დაინტერესებული მხარეები საჯარო სექტორიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნივერსიტეტებიდან. მინისტრის თქმით საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია კომპლექსური თემაა და მასზე ზრუნვა ერთდროულად დადებითად იმოქმედებს როგორც განათლების ხარისხის ზრდასა და ამ სექტორის განვითარებაზე, ასევე დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე გრძელვადიან პერიოდში.
„დღესდღეობით, საქართველომ მიაღწია განვითარების იმ დონეს, როდესაც შეუძლია საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზარს შესთავაზოს პოტენციურად კონკურენტული პროდუქტი და ამით გაზარდოს ქვეყნის ინტელექტუალური და ეკონომიკური შესაძლებლობები“, განაცხადა PMC კვლევითი ცენტრის მკვლევარმა და განათლების ექსპერტმა ანა ჟვანიამ.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის პოლიტიკის და არსებული სიტუაციის ანალიზი, ასევე, საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვისთვის ძირითადი ხელშემწყობი და შემაფერხებელი ფაქტორების ანალიზი.
კვლევის შედეგად გამოიყო საქართველოში განათლების ინტერნაციონალიზაციაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები; შემუშავდა რეკომენდაციები და კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობს დასახული მიზნების მიღწევას, კერძოდ:
კვლევა ჩატარდა PMC კვლევითი ცენტრის მიერ, “პოლიტიკის კვლევა მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის„ პროექტის ფარგლებში, კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.