საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებსა და მეცნიერ-თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრამდე მინისტრმა აკადემიის საერთაშორისო სტანდარტების ახლადრეაბილიტირებული შენობა, ლაბორატორიები და საგამოფენო სივრცე დაათვალიერა. სამეცნიერო დაწესებულების საქმიანობაზე, რეგიონულ თუ საერთაშორისო კავშირებზე, მიღწეულ წარმატებებზე აკადემიის პრეზიდენტმა გურამ ალექსიძემ ისაუბრა. თავიანთ კონკრეტულ სფეროში არსებულ მდგომარეობასა და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს შეეხნენ აკადემიის წევრები.
შეხვედრის ბოლოს მინისტრმა აკადემიის წევრებს მჭიდრო თანამშრომლობის პირობა მისცა და სოფლის მეურნეობის დარგის ეფექტიან განვითარებაში მხარდაჭერა აღუთქვა.