საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში ჰაიკე ფაიჩთან შეხვედრა გამართა, რომელზედაც მხარეებმა არსებული ერთობლივი პროგრამები განიხილეს ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით. ასევე ისაუბრეს მეცნიერების კუთხით თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე, გამოთქვეს თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი და დასახეს სამომავლო პერსპექტივები.