საქართველოს მასშტაბით წარჩინებულ მოსწავლეთა პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოება გრძელდება. სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის ამჯერად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მეათეკლასელები დასაჩუქრდნენ. მოსწავლეებს კომპიუტერები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეებმა ქეთევან ნატრიაშვილმა და ლია გიგურმა გადასცეს.