საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს მხარეებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას და განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობას.