2010 წელს დაარსებული თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა მალე ახალმოსახლეობას იზეიმებს. ახალი სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობის კარკასი უკვე აშენებულია. შესრულებული სამუშაოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და გერმანიის ელჩმა საქართველოში დოქტ. ფაიჩმა დაათვალიერეს და გერმანული ტრადიციის თანახმად, გაწეული სამუშაოებისათვის მადლობა გადაუხადეს არქიტექტორსა და მშენებლებს.
აღნიშნული სკოლა, სადაც გერმანელი და ქართველი ბავშვები ერთად სწავლობენ, არის მსოფლიო ქსელის ნაწილი, რომელიც 140 გერმანულ სკოლას მოიცავს გერმანიის ფარგლებს გარეთ. საქართველოში იგი მოსწავლეებს სთავაზობს სწავლას გერმანული სასწავლო გეგმის მიხედვით გერმანულ ენაზე და აძლევს მათ გერმანულ ატესტატს.