ფრანკფურტში, წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან ერთად ინოვაციების პავილიონს ეწვია და „მომავლის კლასის“ კონცეფციას გაეცნო.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში წარმოდგენილი „მომავლის კლასის“ მოდელი, საერთო სამუშაო პლატფორმაა, სადაც მოსწავლეები პროექტებზე ერთობლივად მუშაობენ. სწავლების სისტემა ინტერაქციაზეა დაფუძნებული, საგნები კი, სრულადაა ინტეგრირებული კომპიუტერულ პროგრამებთან.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ყველაზე მსხვილი ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად ასობით გამომცემლებსა და ქვეყანას ერთ სივრცეში აერთიანებს. 2018 წელს, ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა საქართველო იქნება.