საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამარ ბაზერაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 34 მეათეკლასელი პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრა.
წელს, საქართველოს მასშტაბით კომპიუტერებით სულ 2470 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდება. 2016 წელს, პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც გასულ სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანი დამრგვალების გარეშე 10 ქულაა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება და მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.