პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა ტესტირება დღეს დილის 09:00 საათიდან მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო. აპლიკანტები, რომლებიც პროფესიული ტესტირებისას გადალახავენ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, შეძლებენ სახელმწიფო დაფინანსებით, მიიღონ პროფესიული განათლება სახელმწიფოს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებულ სასწავლებლებში.
ტესტირების პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო.
2016 წლის საშემოდგომო მიღებისთვის, 13 ათასამდე მსურველმა გაიარა რეგისტრაცია. მიღება პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ 35 სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს გამოცხადებული. პროფესიული ტესტი შედგება პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილისაგან. დაფინანსების მოპოვების მიზნით კონკურსანტმა ტესტირებაზე პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტის ჯამური მაქსიმალური ქულის 25 %-ზე მეტი უნდა დააგროვოს.