უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტებისა
და პროცედურების შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო განახლებული შემადგენლობით იწყებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საავტორიზაციო განაცხადების
განხილვას.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ სანიკიძემ საბჭოს წევრებს გააცნო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და პროცედურების პროექტები, რომელთა
განხილვაც იგეგმება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების
პროექტის შემუშავება განხორციელდა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG) მოთხოვნების, საერთაშორისო პრაქტიკისა
და საერთაშორისო ექსპერტთა რეკომენდაციების
გათვალისწინებით.