საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობენ (EUVEGE , UNDP, GIZ, MCA).
შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნა სამინისტროსა და ზოგადად პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე აქტივობები, ასევე, დონორი ორგანიზაციების მიმდინარე პროექტების განხორციელების სტატუსი და სამომავლო პერსპექტივები. შეფასდა პროფესიული განათლების სფეროში 2016 წელს განხორციელებული საქმიანობა და გამოწვევები. დონორი ორგანიზების მიერ განისაზღვრა მომავალი თანამშრომლობის სფეროები და შესაძლებლობები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის მნიშვნელოვანია დონორთა კოორდინაციის საკითხი და ეფექტური პარტნიორობა, რათა მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტები შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ განათლების სფეროში განსაზღვრულ პრიორიტეტებს.