03.11.2016
თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელებს დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თავისუფალი გაკვეთილის ფორმატში შეხვდა. შეხვედრაზე სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებულ ბევრ საინტერესო თემაზე წარიმართა საუბარი, მათ შორის მინისტრმა მოსწავლეებს თავისი ხედვა გააცნო მომავლის სკოლებთან დაკავშირებით, სადაც სწავლა საინტერესო და არამოსაწყენი იქნება.