საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ შეხვედრა გამართა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში სანდორ სზაბოსთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს უნგრეთთან არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და შესაბამისი მემორანდუმის გაფორმების თაობაზე, რომელიც საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურის საფეხურებს მოიცავს და რაშიც ყველა წარმოდგენილი მხარე იქნება ჩართული.