საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტროში ოფიციალური შეხვედრა გაიმართა მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას, ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვიცე-კანცლერს ლაპაჯოესა და ესტონეთის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს შორის. შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასთან დაკავშირებით და შეთანხმდნენ, ახალი ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების ამოქმედებაზე.