პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში, ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ ცენტრში „სილიკონ ველი თბილისი“, ბიზნეს ვორკშოპი გაიმართა თემაზე „მართვის სტანდარტები და გაყიდვების ხელოვნება თანამედროვე სამყაროში“. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს წამყვანმა ტრენერებმა და ბიზნეს კონსულტანტებმა მასტერკლასები ჩაატარეს.
ვორკშოპი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა. ღონისძიებას საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების ბიზნეს ფაკულტეტის ლექტორები და ყველაზე რეიტინგული სტუდენტები ესწრებოდნენ.
პროექტის შესახებ:
პროექტი „ლურჯი ოკეანე“ ეს არის ბიზნესლიტერატურის სერია, რომელიც ცნობილი ბიზნეს ბესტსელერების ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს და აერთიანებს ისეთი ავტორების ნამუშევრებს, როგორებიც არიან: ბრაიან თრეისი, დევიდ ალენი, გაი კავასაკი და სხვა.
პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა ისეთი ბესტსელერები, როგორიცაა: ბრაიან თრეისის „შეჭამე ბაყაყი“, „აკოცე ბაყაყს“ და „გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი“; სერია „მარტივად“ დევიდ ალენის „საქმესთან გამკლავების ხელოვნება“, ელ რაისი & ჯეკ ტრაუტი - „მარკეტინგული ომები“ და სხვა.