საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის წარმომადგენლები ქ. თბილისის N200 საჯარო სკოლა-პანსიონში გამართულ სპექტაკლს დაესწრნენ, რომელიც ამავე სკოლის დრამის წრის მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსი“-ს მიხედვით დადგეს. სპექტაკლი სკოლის მიერ ორგანიზებულ „ღია კარის დღის“ ფარგლებში გაიმართა სკოლა-პანსიონის სსსმ მოსწავლეების სწავლებისა და მათთან მუშაობის პრინციპების გაცნობისა და გაზიარების მიზნით.
ქ. თბილისის სწავლობს N200 საჯარო სკოლა-პანსიონში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 90 მოსწავლე სწავლობს, აქედან 2 იმყოფება შინსწავლებაზე, 98 აღსაზრდელს დაწესებულება სთავაზობს პანსიონურ მომსახურებას, კერძოდ 60 აღსაზრდელი სარგებლობს სადღეღამისო მომსახურებით, ხოლო 28 აღსაზრდელი გახანგრძლივებული დღის მომსახურებით, სკოლა ორ საფეხურიანია. აღსაზრდელები უზრუნევლყოფილნი არიან მათ საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სამედიცინო და თერაპიული მომსახურებით, დღეში ხუთჯერადი ჯანსაღი საკვებით. მათი ინტერესების გათვალისწინებით, ისინი ჩართულები არიან სხვადასხვა სახის განმავითარებელ და წრეობრივ აქტივობებში.