საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ქალაქ რუსთავში, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერისტეტის ახალი საუნივერსიტეტო კამპუსი გახსნეს. რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ უცხოელი სტუდენტების მიღებას გეგმავს. სამომავლოდ კი, აქ ქართველი სტუდენტებიც შეძლებენ სწავლასა და ცხოვრებას. ახალი კამპუსის ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯის ფილიალის გახსნა.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერისტეტი უკვე 27 წელია არსებობს და მაღალკვალიფიციური სამედიცინო კადრების მომზადებასა და უწყვეტი სამედიცინო განათლების უზრუნველყოფას ემსახურება.