საქართველოს ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილონი სტუმრობს. დღეს გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე განხილული იქნა ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები მრავალი მიმართულებით, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ და საგანმანათლებლო სფეროებში.
პაოლო ჯენტილონის ვიზიტის ფარგლებში, იტალიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების საჯარო გამოსვლა გაიმართა თემაზე - „იტალია-საქართველოს ურთიერთობები და ევროპის მომავალი“, რომელსაც მთავრობის სხვა წევრებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრო.