საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოში ავსტრიის ახლადდანიშნულ ელჩს აქსელ ვეხს უმასპინძლა. შერხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და მასზე საუბარი ორმხრივ ურთიერთობებს შეეხო. შეხვედრაზე მხარეებმა არსებული ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობა განიხილეს და გამოთქვეს კავშირის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პროფესიული და უმაღლესი განათლების კუთხით თანამშრომლობაზე.