საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს ორგანიზებით და ასოციაცია „დეას“ მხარდაჭერით პროექტის ,,უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
პროექტის მიზანია ზოგადი განათლების საფეხურზე პროგრამის ,,უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით“ ფარგლებში შემუშავებული ინკლუზიური განათლების მონიტორინგის ინსტრუმენტისთვის გენდერული, ეთნიკური და რელიგიური საკითხების სენსიტიური ინდიკატორების შემუშავება და არსებულ მონიტორინგის ინსტრუმენტში ინტეგრირება.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც პარტნიორი ორგანიზაციები, ასევე განათლების სისტემის წარმომადგენლები.
პროექტი განხორციელდება დაგეგმილია საქართველოს 5 რეგიონში. ინდიკატორიების შემუშავებაში და მის პილოტირებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ქვემო ქართლი და კახეთის საჯარო სკოლები, სადაც განათლებას იღებენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები.