ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საინფორმაციო დღე ჩატარდა, რომელიც არსებული გლობალური გამოწვევებიდან გამომდინარე, მიგრაციის თემებს მიეძღვნა.
დაინტერესებულ პირებს, რომლებიც მიგრაციის კვლევებით დაინტერესებულ სხვადასხვა ორგანიზაციას წარმოადგენდნენ, მიეწოდა ინფორმაცია პროგრამაში „ჰორიზონტი 2020“ მონაწილეობის წესებსა და რჩევებთან დაკავშირებით, ასევე მიგრაციის თემატიკაზე გამოცხადებული კონკურსების შესახებ.