14.11.2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აგრძელებს რეგიონის სკოლების მონახულებას. ამჯერად, მინისტრი ზუგდიდის N1 და N2, რუხის საჯარო სკოლებსა და ჯიჯის კერძო სკოლას ესტუმრა. ალექსანდრე ჯეჯელავა რეგიონის სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის, ამავე სკოლების მე-10 კლასელები პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა.